ეუთო

ეუთოს 28-ე მინისტერიალზე ოთხეულმა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გამოხატა

ეუთოს 28-ე მინისტრელიაზე გასულმა (ალბანეთი), მოქმედმა (შვედეთი) და მომავალი ორი წლის (პოლონეთი და ჩრდილოეთ მაკედონია) თავმჯდომარეებმა გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ერთობლივ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გამოითქვა შეშფოთება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში ადამიანის უფლებათა გაუარესებული მდგომარეობის გამო. 

"ოთხეული, ეუთო-ს სახელით, ურყევად უჭერს მხარს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს და ადასტურებს მზაობას, ევროკავშირსა და გაეროსთან ერთად უხელმძღვანელოს ამ ფორმატს. აგრეთვე,  ხაზგასმულია ჟენევის მოლაპარაკებების ძირითად საკითხებზე – ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პორთა დაბრუნება – პროგრესის საჭიროება". – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტში ოთხეული ასევე მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და დაუყოვნებლივ შესრულებისკენ.

ოთხეულის განცხადება ერთგვარი დასკვნითი დოკუმენტია, რომელსაც ეუთო-ს გასული წლისა და მომდევნო თავმჯდომარეები მინისტერიალის ფარგლებში პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე კონსენსუსის არარსებობის პირობებში ამზადებენ.

კომენტარები