ფოტოგრაფის ერთი ფოტო

თინა ყაზახიშვილი

ფოტო გადაღებულია 2011 წელს, ბზობაზე, სამების ეკლესიაში. ეს ადამიანი ადრეც მყავდა შემჩნეული, მაგრამ ვერ ვბედავდი მის გადაღებას. აქ კი, ამ დღეს, მის თვალებში ისეთი ადამიანური სევდა და სიყვარული დავინახე, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი... არ გაბრაზებულა, გამიღიმა.

ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფოტოა სწორედ იმ სევდის გამო, რაც იმ დღეს დავინახე.

კომენტარები