უკრაინა

მოძრაობა FEMEN – ის წევრები ევრო 2012 – ზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს

კიევში ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც უკრაინის და შვედეთის საფეხბურთო გუნდებს შორის შედგა, პოლიციამ მოძრაობა FEMEN – ის ორი აქტივისტი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონები, რომლებიც წელს ზემოთ შიშვლები იყვნენ, ოლიმ­პი­ურ სტადიონზე შეღწევას ცდილობდნენ და პროტესტს გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ევრო 2012–ის მატჩები ტარდება.

მოძრაობა FEMEN – ის წევრები უკრაინის მთავრობას ბრალს სდებენ იმაში, რომ საფეხბურთო შეხვედრების ჩატარება ქვეყანაში პროსტიტუციის გავრცელებას უწყობს ხელს.

აღნიშნული მატჩის დაწყებამდე საპროტესტო აქციის გამართვა სტადიონთან ყოფილი პრემიერის, პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერებმაც სცადეს. გავრცელებული ცნობით, აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

კომენტარები