Google Map

Google-ი სამგანზომილებიან რუკებს ამზადებს

კომპანია Google-ი მეგაპოლისების 3D რუკებს ამზადებს, რომლებთან მუშაობაც ინტერნეტის გარეშეც იქნება შესაძლებელი.

Google-ის კარტოგრაფიული მომსახურების გაუმჯობესების შედეგად, მომხმარებლებს ქალაქების სამგანზომილებიანი ფოტოსურათების დათვალიერება შეეძლებათ.

,,ახლა ჩვენი რუკები გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე სახლში მისასვლელი გზის პოვნა.’’-განაცხადა საინჟინრო მომსახურების ვიცე-პრეზიდენტმა, ბრაიან მაკლენდონმა.

როგორც ცნობილია, დღესდღეობით Google-ის რუკებით მსოფლიოში მილიარდი ადამიანი სარგებლობს. 

კომენტარები