კლინტონის ვიზიტი

ჰილარი კლინტონი საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოშია. კლინტონი სომხეთიდან პირდაპირ ბათუმში ჩაფრინდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ქართული დელეგაცია, ასევე, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და საქართველოს ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი დახვდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ხვალ ამერიკა–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის და სხდომის თავმჯდომარე იქნება.

ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსებს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.  

ორ დღეში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი აზერბაიჯანში გაემგზავრება.

ეს ჰილარი კლინტონის მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს 2010 წლის ივლისში სტუმრობდა.

 

კომენტარები