Facebook

Facebook-ის მომხმარებლები სოციალური ქსელის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოხატავენ

სოციალურ ქსელ Facebook-ს დღეს ტექნიკური პრობლემები შეექმნა. დაახლოებით ორი საათის მანძილზე Facebook-ი მიუწვდომელი იყო მისი მომხმარებლებისთვის.

სოციალური ქსელის შეზღუდულ მუშაობასთან დაკავშირებით ინტერნეტმომხმარებლებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

,,Facebook-ი ისევე, როგორც მისი აქციები, დაბლა მიემართება.’’-წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.

Facebook-ის ადმინისტრაციამ მომხმარებლებს ბოდიშის მოუხადა და პრობლემის მოგვარების შესახებ აცნობა. პრობლემის გამომწვევი მიზეზები ამ წუთამდე უცნობი რჩება. 

კომენტარები