ბავშვთა საერთაშორისო დღე

გიორგი ტუღუშმა ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მიმართვა გაავრცელა. გიორგი ტუღუშმა ბავშვებს მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.

,,ჩემთვის ბავშვთა უფლებების დაცვა ყოველდღიურად თქვენი, ბავშვების აზრის მოსმენით იწყება. ჩვენ, უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას თქვენი აზრის გათვალისწინება ჩვენი ვალია. ამიტომაც, მე დღეს გადავწყვიტე ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით სწორედ თქვენთვის მომემართა; უნდა იცოდეთ, რომ ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლისა და განვითარების უფლება და სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა ამ უფლებების დაცვისათვის -ამბობს ბავშვთა უფლებების კონვენცია. შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ იმედი და საუკეთესო მოლოდინი, რომ ამ სახელმწიფოში ყველა უფროსი თქვენი უფლებების დაცვისთვის იშრომებს.’’-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებისთვის ბავშვთა უფლებების მნიშვნელობის შეხსენებაა და ბავშვების რაიმე ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე ისაუბრა.

ბავშვთა საერთაშორისო დღე პირველ ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება.

კომენტარები