რუსეთი

რუსეთში აშშ-ს ჯაშუშობაში ბრალდებულ მოქალაქეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსული არმიის პოლკოვნიკს ვლადიმირ ლაზარს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სამხედრო წოდება ჩამოართვა. Svobodanews - ის ინფორმაციით, ლაზარს ბრალად ედება აშშ-ს სასარგებლოდ ჯაშუშობა. გამოცემის ცნობით, იგი სახელმწიფოს ღალატში ცნეს დამნაშავედ.

რუსეთის ფედერალური ბიუროს განცხადებით, ქვეყნის სამხედრო ძალების სამხედრო-ტექნიკური მიმართულების გენერალური შტაბის ყოფილმა თანამშრომელმა 2008 წელს ამერიკულ მხარეს მასალები გადასცა, რომლებიც სახელმწიფოებრივ საიდუმლოს წარმოადგენდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოუტანენ ყოფილ პოლკოვნიკს განაჩენს.

 

კომენტარები