ევრო 2012

ხორვატიის ნაკრები

ხორვატიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

ხორვატები C ჯგუფში იასპარეზებენ: 10 ივნისს პოზნანში ირლანდიას შეხვდებიან, 14 ივნისს იქვე დაუპირისპირდებიან იტალიას, 18 ივნისს კი გდანსკში ესპანელებს გაეჯიბრებიან.

მეკარეები: სტიპე პლეტიკოსა (როსტოვი, რუსეთი), ივან კელავა (დინამო), დანიელ სუბაშიჩი (მონაკო, საფრანგეთი)

მცველები: იურიცა ბულიატი (ჰაიფას მაქაბი, ისრაელი), ვედრან ჩორლუკა (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), დანიელ პრანჯიჩი (ბაიერნი, გერმანია), გორდონ შილდენფელდი (აინტრახტი, გერმანია), იოსიპ შიმუნიჩი (დინამო), დარიო სრნა (შახტარი, უკრაინა), ივან სტრინიჩი (დნიპრო, უკრაინა), დომაგოი ვიდა (დინამო)

ნახევარმცველები: მილან ბადელი (დინამო), ტომისლავ დუიმოვიჩი (დინამო, რუსეთი), ივო ილიჩევიჩი (ჰამბურგი, გერმანია), ნიკო კრანჩარი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), ლუკა მოდრიჩი (ტოტენჰემ ჰოთსფური, ინგლისი), ივან პერიშიჩი (დორტმუნდი, გერმანია), ივან რაკიტიჩი (სევილია, ესპანეთი), ოგნიენ ვუკოიევიჩი (დინამო, უკრაინა)

თავდამსხმელები: ედუარდო (შახტარი, უკრაინა), ნიკიცა იელავიჩი (ევერტონი, ინგლისი), მარიო მანჯუკიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია), ივიცა ოლიჩი (ვოლფსბურგი, გერმანია)

კომენტარები