ევრო 2012

იტალიის ნაკრები

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

იტალიელები C ჯგუფში იასპარეზებენ: 10 ივნისს გდანსკში ესპანელებს შეხვდებიან, 14 ივნისს პოზნანში ხორვატებს დაუპირისპირდებიან, 18 ივნისს კი იქვე გაეჯიბრებიან ირლანდიელებს.

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანტისი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი)

მცველები: იგნაციო აბატე (მილანი), ფედერიკო ბალძარეტი (პალერმო), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან მაჯიო (ნაპოლი), ანჯელო ოგბონა (ტორინო)

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ანტონიო ნოჩერინო (მილანი)

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფაბიო ბორინი (რომა), ანტონიო კასანო (მილანი), ანტონიო დი ნატალე (უდინეზე), სებასტიან ჯოვინკო (პარმა)

კომენტარები