ევრო 2012

რუსეთის ნაკრები

რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიკ ადვოკაატმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდში მიიწვია.

რუსები A ჯგუფში იასპარეზებენ: 8 ივნისს ვროცლავში ჩეხებს დაუპირისპირდებიან, 12 ივნისს ვარშავაში მასპინძლებს გაეჯიბრებიან, 17 ივნისს კი იქვე ბერძნებს შეხვდებიან.

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვიაჩესლავ მალაფეევი (ზენიტი), ანტონ შუნინი (დინამო)

მცველები: ალექსანდრ ანიუკოვი (ზენიტი), ალექსეი ბერეზუცკი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), ვლადიმირ გრანატი (დინამო), იური ჟირკოვი (ანჟი), დმიტრი კომბაროვი (სპარტაკი), რომან შარონოვი (რუბინი), კირილ ნაბაბკინი (ცსკა)

ნახევარმცველები: იგორ დენისოვი (ზენიტი), კონსტანტინ ზირიანოვი (ზენიტი), რომან შიროკოვი (ზენიტი), დენის გლუშაკოვი (ლოკომოტივი), იგორ სემშოვი (დინამო), მარატ იზმაილოვი (სპორტინგი, პორტუგალია), ალან ძაგოევი (ცსკა)

თავდამსხმელები: ანდრეი არშავინი (ზენიტი), ალექსანდრ კერჟაკოვი (ზენიტი), ალექსანდრ კოკორინი (დინამო), რომან პავლიუჩენკო (ლოკომოტივი), პაველ პოგრებნიაკი (ფულემი, ინგლისი)

კომენტარები