ხანძარი

ყატარში ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაჩენილ ხანძარს 19 ადამიანის, მათ შორის 13 ბავშვის სიცოცხლე ემსახვერპლა. ხანძარი ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრ ვილაჯიო მოლში გაჩნდა.

ბავშვები რომლებიც ხანძრის დროს დაიღუპნენ, მშობლებს სავაჭრო ცენტრის საბავშვო ოთახში ჰყავდათ დატოვებული. გავრცელებული ინნფორმაციით, უბედურ შემთხვევას აგრეთვე ემსხვერპლა ბავშვების ოთხი მომვლელი და ორი მეხანძრე.

როგორც ცნობილია, დაღუპულ ბავშვებს შორის არიან ესპანელი, ფრანგი, ფილიპინელი და იაპონელი ბავშვები. ასევე 2 წლამდე ასაკის სამი ტყუპისცალი ახალი ზელანდიიდან.

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია.

კომენტარები