ტრეილერი

ახალი დიდი გეთსბი

ინტერნეტში ბაზ ლურმანის ახალი ფილმის, ”დიდი გეთსბი”,  პირველი ტრეილერი გამოჩნდა. ეს ნამუშევარი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციის, რიგით მეხუთე მცდელობაა. წინა ფილმებმა უარყოფითი შეფასებები მიიღეს, ”მულენ რუჟისა” და ”რომეო + ჯულიეტას” რეჟისორი, ბაზ ლურმანი, ჯეი გეთსბიზე მაყურებლის აზრის შეცვლას შეეცდება.

 ”დიდი გეთსბი” 25 დეკემბერს გამოვა. ფილმში მთავარ როლებს ლეონარდო დი კაპრიო, ქერი მალიგანი, ტობი მაგუაერი, ჯოელ ეჯერტონი და გემა უარდი შეასრულებენ. 

კომენტარები