რუსეთი

ნავალნი და უდალცევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

რუსეთში დაკავებული ოპოზიციის ლიდერები ალექსანდრ ნავალნი და სერგეი უდალცევი გაათავისუფლეს. მემარცხენე ფრონტის კოორდინატორმა ნავალნიმ და ბლოგერმა უდალცევმა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ პატიმრობაში 15 დღე დაჰყვეს.

გათავისუფლებულმა ლიდერებმა მხარდამჭერებს მიმართეს და ქუჩის პროტესტების გაგრძელებისკენ მოუწოდეს. ალექსანდრ ნავალნიმ მხარდამჭერებს სექტემბრის დასაწყისისთვის საერთო-ეროვნული აქციის მომზადება აღუთქვა.

ალექსანდრ ნავალნი გამოეხმაურა რუსი დეპუტატების მიერ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვითაც აქციების წესების დარღვევით ჩატარებისთვის ჯარიმების რაოდენობა იზრდება.

,,ეს კანონი იმ შედეგს მოიტანს, რომ უფრო მეტი ხალხი გამოვა ოპოზიციის სანქცირებულ აქციებზე და უფრო მკაცრად იბრძოლებენ თავიანთი სამოქალაქო უფლებებისთვის. ''-განაცხადა ალექსანდრ ნავალნიმ.

ამ დროისთვის პატიმრობაში რჩება ოპოზიციის ერთი ლიდერი, ილია იაშინი. მას 27 მაისს გაათავისუფლებენ.

კომენტარები