მალკოლმ მაქდოუელი

თბილისში მალკოლმ მაქდოუელი ჩამოვიდა

გუშინ ღამით საქართველოში ცნობილი ბრიტანელი მსახიობი მალკოლმ მაქდოუელი ჩამოვიდა. მსახიობი თბილისს კომპანია იბერია ფიქჩერზის და სთორიმენ პროდაქშენის ერთობლივი პროექტის ,,თბილისი, ჩემი ქალაქის’’ ფარგლებში ეწვია.

მალკოლმ მაქდოუელი მონაწილეობას მიიღებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი რეჟისორის, ნიკა აგიაშვილის ფილმში. გადაღებები ოთხ დღეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მსახიობი თბილისს დატოვებს. მაქდოუელის საქართველოში ვიზიტს ცნობილი კინოჟურნალი Deadline Hollywood გამოეხმაურა.

კომპანია იბერია ფიქჩერზმა თბილისის თემატიკასთან დაკავშირებული სცენარების კონკურსი 2011 წლის დეკემბერში გამოაცხადა. 50-მდე სცენარიდან პროექტისთვის ,,თბილისი, ჩემი ქალაქი'' 13 სცენარი შეირჩა.

პროექტში მონაწილეობას საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორები მიიღებენ და მის ფარგლებში 13 მოკლემეტრაჟიანი ფილმი შეიქმნება. 

კომენტარები