დიდი რვიანი

დიდი რვიანის სამიტზე მთავარი თემა ევროზონის კრიზისი იქნება

დიდი რვიანის სამიტზე მთავარი საკითხი ევროზონის კრიზისი და საბერძნეთის თემა იქნება. პრეზიდენტმა ობამამ გუშინ უკვე მიიღო დანარჩენი 7 ქვეყნის, საფრანგეთის, გერმანიის, გაერთიანებული სამეფოს, კანადის, იაპონიის და იტალიის ლიდერები. პირველმა პირებმა  გუშინ უკვე ისაუბრეს ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებზე და სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

სამიტის უმთავრესი თემა ევროზონის ფისკალური პაქტი იქნება. საფრანგეთის ახალ ლიდერთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ფისკალურ პაქტში ფისკალურ დისციპლინასთან ერთად ძლიერი  "ზრდის პრინციპების" ჩამატებას.  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოლანდმა განაცხადა, რომ მას უკვე შეთანხმებულ ფისკალურ პაქტში "ზრდის პრინციპების" დამატება სურდა. "ზრდის პრინციპებში"  ლიდერი სტიმულუსის პაკეტს გულისხმობს. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი არ იზიარებს სტიმულუსის იდეას და ფისკალური დისციპლინის საშულებით სურს ევროზონის ეკონომიკის გაჯანსაღება. 

ოლანდმა ასევე განაცხადა, რომ ობამა მას ეთანხმება საბერძნეთის ევროზონაში დარჩენის მნიშვნელობაში. 

 

კომენტარები