კანის კინოფესტივალი

კანი უეს ანდერსონით დაიწყო

გუშინ, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო. 65-ე კანი, უეს ანდერსონის ფილმით Moonrise Kingdom გაიხსნა. ფილმების - ”ფანტასტიკური მისტერ ფოქსი”, ”ტენენბაუმების ოჯახი”, ”მატარებელი დარჯილინგისკენ”, ”სტივ ზისუს წყალქვეშა ცხოვრება”, შემქმნელის ახალ ნამუშევარს, კრიტიკოსების უმეტესობა დადებითად გამოეხმაურა. თბილი, რეტრო ნამუშევარი ბავშობაზე რომელიც არასოდეს სრულდება, ანდერსონმა კვლავ მოახერხა და უეს ანდერსონად დარჩა, მან თავის სტილს არ უღალატა, გახსნის ცერემონიის ფილმმა ასეთი შეფასება მიიღო.

 დღეს საკონკურსო პროგრამის ჩვენება დაიწყო. კანის კინოფესტივალი 27 მაისს დასრულდება. 

 

კომენტარები