საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველო-თურქეთი: ქეცბაიას რჩეულნი

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგის რედ ბულ არენაზე ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ დღეს ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებსაც ეროვნულ გუნდში უხმო:

მეკარეები: ნუკრი რევიშილი, გიორგი ლორია

მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, გურამ კაშია, გიორგი ფოფხაძე, საბა კვირკველია, ზურაბ ხიზანიშვილი

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, სანდრო კობახიძე, დავით თარგამაძე, ლევან ყენია, ჯაბა კანკავა, ჯაბა ლიპარტია, ნიკა ძალამიძე

თავდამსხმელები: ლადო დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, ლევან მჭედლიძე, ოთარ მარცვალაძე.

ჩვენი გუნდი ავსტრიაში 16 მაისიდან დაიწყებს შეკრებას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთს ისტორიაში მეხუთედ შეხვდება. აქამდე გუნდებმა ორჯერ ამხანაგურად ითამაშეს, ორჯერაც მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს:

 

21 აგვისტო, 2002. ამხანაგური მატჩი. თურქეთი, ტრაბზონი, ავნი აქერი. 30.000

0:3 თურქეთი

გოლები: 0:1 ე.არიფი (9), 0:2 მ.ჯიჰანი (51), 0:3 ნ.ქაჰვეჩი (71)

თურქეთი: ომერი (ზაფერი 46, მეთინი 81), ა.ოზალანი (უ.ოზატი 74), ქ.ბიულენთი (მ.ჯიჰანი 46), უ.დავალა (ფათიჰი 62), თ.ქერიმოღლუ (ტ.ქორქმაზი 74), ჰ.უნსალი, ო.ბურუქი, ი.ბაშთურქი (ჰ.შაში 62), ე.ბელოზოღლუ (ნ.ქაჰვეჩი 46), ს.ჩეთინი, არიფი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

საქართველო: გ.ლომაია, ლ.კობიაშვილი, გ.შაშიაშვილი, ე.საჯაია (გ.შეყილაძე 72), გ.გახოკიძე (კ.კალაძე 46), ლ.ცქიტიშვილი (ლ.ბურდული 46), გ.ნემსაძე (კაპ) (გ.დიდავა 71), გ.ჯამარაული, გ.დემეტრაძე (ა.ამისულაშვილი 80), გ.ქინქლაძე (მ.ჯიქია 46), შ.არველაძე

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

მსაჯები: ნ.აგულაკისი; გ.ტარპანიცისი, დ.ბიზატზიდისი (საბერძნეთი)

 

4 სექტემბერი, 2004. გერმანია 2006 – შესარჩევი მატჩი. თურქეთი, ტრაბზონი, ავნი აქერი. 35.000

1:1 თურქეთი

გოლები: 0:1 ფ.თექე (49), 1:1 მ.ასათიანი (84)

თურქეთი: რ.რექბერი, ს.ბალჩი, დ.ბერიში, ი.თორამანი, ე.ბელოზოღლუ, უ.ოზათი, ო.ბურუქი, თ.სანლი (გ.კარადენიზი 72), ჰ.შუქური (ნ.ქაჰვეჩი 79), ფ.თექე (ჰ.ჩიმშინი 72), ჰ.შაში

მწვრთნელი: ერსუნ იანალი

საქართველო: ა.დევაძე, კ.მჟავანაძე, ზ.ხიზანიშვილი (გ.კვარაცხელია 89), კ.კალაძე, ო.ხიზანეიშვილი, დ.კვირკველია, ლ.ცქიტიშვილი, ა.რეხვიაშვილი (მ.ასათიანი 79), გ.დემეტრაძე (ლ.ჯაკობია 75), გ.ჯამარაული (კაპ), შ.არველაძე

მწვრთნელები: ალენ ჟირესი (საფრანგეთი)

გაფრთხილება: ჰ.შუქური, დ.კვირკველია, კ.კალაძე, ნ.ქაჰვეჩი, ზ.ხიზანიშვილი, ო.ბურუქი, ლ.ჯაკობია

გაძევება: ჰ.შაში (59)

მსაჯები: ლ.მ.კანტალიეხო; ვ.კ.ხირალდესი, ფ.ი.მარტინესი (ესპანეთი)

 

30 მარტი, 2005. გერმანია 2006 – შესარჩევი მატჩი. თბილისი, მიხეილ მესხი. 20.000

2:5 თურქეთი

გოლები: 0:1 თ.სეიჰანი (11), 1:1 ა.ამისულაშვილი (13), 1:2 ფ.თექე (22), 1:3 ფ.თექე (36), 2:3 ა.იაშვილი (43), 2:4 ს.ბალჩი (73), 2:5 თ.სანლი (90)

საქართველო: ა.დევაძე (გ.ლომაია 23), კ.მჟავანაძე, ო.ხიზანეიშვილი (ლ.სალუქვაძე 18), კ.კალაძე (კაპ), ა.ამისულაშვილი, გ.გოგუა, ლ.კობიაშვილი, ლ.ცქიტიშვილი (ლ.ბურდული 76), მ.ასათიანი, ა.იაშვილი, მ.აშვეთია

მწვრთნელი: ალენ ჟირესი (საფრანგეთი)

თურქეთი: რ.რექბერი, თ.სეიჰანი, ი.თორამანი, ე.ბელოზოღლუ, უ.დავალა, ფ.თექე (ჰალ.ალთინთოფი 88), ი.ბაშთურქი (ჰ.ჩიმშინი 46), ჰამ.ალთინთოფი, ს.ბალჩი, გ.კარადენიზი, ნ.ათქი (თ.სანლი 63)

მწვრთნელი: ერსუნ იანალი

გაფრთხილება: გ.გოგუა, ს.ბალჩი, თ.სეიჰანი, რ.რექბერი, გ.გოგუა

გაძევება: გ.გოგუა (83)

მსაჯები: ტ.ჰოგი; ს.ჰოლვიკი, ა.სანდეტი (ნორვეგია)

 

7 თებერვალი, 2007. ამხანაგური მატჩი. თბილისი, ბ.პაიჭაძის სახ. ეროვნული სტადიონი. 54.000

1:0 თურქეთი

გოლი: 1:0 დ.სირაძე (76)

საქართველო: ნ.რევიშვილი (გ.ლომაია 46), გ.შაშიაშვილი, ლ.სალუქვაძე, ზ.ხიზანიშვილი (კაპ), ზ.ელიავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ცქიტიშვილი, ლ.ბურდული (მ.აშვეთია 82), დ.კვირკველია (გ.გოგუა 66), გ.დემეტრაძე (ა.ბენაშვილი 87), დ.სირაძე (დ.მუჯირი 77)

მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)

თურქეთი: ვ.დემირელი, ს.ჩერვეთი, ი.უზულმეზი, თ.ქერიმოღლუ (გ.უნალი 79), ა.თოსქალი, მ.აურელიო, ა.თურანი (მ.თოფუზი 63), თ.სანლი (გ.კარადენიზი 46), ჰალ.ალტინტოპი (ფ.თექე 46), ჰამ.ალტინტოპი, ს.სარიოღლუ (თ.ჩეთინი 63)

მწვრთნელი: ფათიხ თერიმი

გაფრთხილება: ჰამ.ალტინტოპი, თ.ქერიმოღლუ, ს.სარიოღლუ, ლ.ცქიტიშვილი, გ.ლომაია, ფ.თექე

მსაჯები: რ.ლაიუკსი; ს.ბრაგა, ი.პუკიანისი (ლატვია)

კომენტარები