ნგრევა

თბილისში სომხური ეკლესია ჩამოინგრა

გუშინ თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესია ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 02.30 საათზე მოხდა.

საგანგებო სამსახურის სიტუაციების ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის,ნოდარ ჭუმბაძის ცნობით, ნაგებობა ავარიული იყო და შესაბამისი სამსახურები ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდნენ.

,,ეკლესიის ნგრევის საფრთხე არსებობდა და დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა.’’-განაცხადა ნოდარ ჭუმბაძემ.

ეკლესიის ჩამონგრევის შედეგად ერთი ოჯახი დაზარალდა. ნანგრევებმა ეკლესიის გვერდით მდებარე სახლის სამზარეულო და აბაზანა ჩამოშალა.

გავრცელებული ინფორმაციით ეკლესიის ნგრევა ძლიერმა წვიმებმა დააჩქარა.

კომენტარები