ევროპის ერთა თასი რაგბიში

9 ივნისს: საქართველო-უკრაინა

საქართველოს ეროვნული სარაგბო ნაკრები წლევანდელი ერთა თასის უკანასკნელ შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ დნეპროპეტროვსკის ნაცვლად თბილისში ჩაატარებს.

კალენდრის მიხედვით, გუნდებს გადადებული მატჩი 9 ივნისს უკრაინაში უნდა ჩაეტარებინათ, მაგრამ ქართული მხარის თხოვნის შემდეგ, უკრაინელები საქართველოში თამაშს დათანხმდნენ.

უკვე გადაწყვეტილია, რომ უკრაინელები ერთა თასიდან დაქვეითდებიან და მათ ადგილს გაისად ბელგია დაიკავებს. რაც შეეხება ჩვენ გუნდს, ბორჯღალოსნებს მთავარი ჯილდოს მეხუთედ მოგების ბრწყინვალე შანსი აქვთ - საამისოდ უკრაინის სუსტ გუნდთან გამარჯვება საკმარისია.

ერთა თასის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში გაემგზავრება, სადაც მასპინძლებთან ორ ტესტს გამართავს.

კომენტარები