ეუთო-საქართველო

ბათუმში ეუთო-ს ეკონომიკური კონფერენცია იხსნება

ხვალ შერატონ ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კონფერენცია იხსნება. კონფერენციის თემაა ,,ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთო-ს რეგიონში’’ და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახსნის.

კონფერენცია ბათუმში 12-14 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი მიიღებს. საქართველოს პრეზიდენტის გარდა მისასალმებელი სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, ეუთო-ს ეკონომიკურ და გარემოს საკითხთა კოორდინატორი გორან სლივანოვიჩი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ.

სამუშაო სესიების ფარგლებში საინვესტიციო გარემოს, ენეგრეტიკულ უსაფრთხოებისა და ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.

2012 წელს ეუთოს ეკონომიკური კონფერენციის ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შედეგად გასულ წელს მიიღეს. 

კომენტარები