რუსეთი

თამამი ექსპერიმენტი - „იარაღით“ მოსკოვის ცენტრში

ოპოზიციონერი აქტივისტების წინააღმდეგ მოსკოვის პოლიციის რეპრესიებზე საპასუხოდ მოსკოველმა ახალგაზრდამ თამამი ექსპერიმენტი განახორციელა. პაველ ტარასოვი, 9 მაისს,  პოლიციის მიერ გადაკეტილ დედაქალაქის ცენტრში კალაშნიკოვის ავტომატის ზუსტი ასლით გამოვიდა. რუსულ სოციალურ ქსელებში მისი მოგზაურობის ვრცელი ფოტორეპორტაჟი გამოქვეყნდა. „ავტომატიანმა“ ახალგაზრდამ მოსკოვის სამთავრობო შენობებსაც ჩაუარა, თუმცა პოლიციელებს მის გამოჩენაზე რაიმე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ამავე დროს, 6 მაისიდან დაწყებული, პოლიციელები მოსკოვში ადამიანებს მხოლოდ პროტესტის სიმბოლოს - თეთრი ლენტის ტარებისთვის აკავებენ. „მე რომ თეთრი ლენტი მქონოდა, 10 მეტრშივე დამაკავებდნენ. მაგრამ ადამიანი ავტომატით არავის აინტერსებს. პოლიციელები მას ხედავდნენ და მაშინვე თვალს არიდებდნენ. მაინტერესებს, რას აკეთებს პოლიცია სინამდვილეში? აკავებს სტუდენტებს და სცემს ქალებს, თუ საზოგადოებრივ წესრიგს იცავს?“, - წერს ტარასოვის ერთ-ერთი „თანამზრახველი“.

 

კომენტარები