სომხეთი

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა. პრეზიდენტ სერჟ სარგისიანის რესპუბლიკურმა პარტიამ საერთო ხმათა რაოდენობის 54,8 % მიიღო.

მეორე ადგილზე პარტია აყვავებული სომხეთი გავიდა 28,72%-ით. დანარჩენი პროცენტები გაინაწილეს პარტიებმა დაშნაკცუტუნი-5,31%, ორინაც ერკირი-4,39%, ოპოზიციური  სომხეთის ეროვნული კონგრესი-3,2%, მემკვიდრეობა-2,52%, კომუნისტური პარტია-0,68%, დემოკრატიული პარტია-0,21% და გაერთიანებული სომხები-0,18%.

პარლამეტში მოსახვედრად პარტიებისთვის აუცილებელია ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა. აღნიშნული შედეგების მიხედვით სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის ლევონ ტერ პეტროსიანის ოპოზიციური სომხეთის ეროვნული კონგრესის პარტია, რომელმაც არჩევნებში ხმათა რაოდენობის 3,2% მიიღო, პარლამენტს გარეთ დარჩა. პარლამენტში ვერ მოხვდა ვერც ქვეყნის ყოფილი საგარეო მინისტრის, რაფი ოფანესიანის მემკვდირეობის პარტია და ექს-სპიკერის არტურ ბაღდასარიანის პარტია- ორინაც ერიკირი.

სომხეთის კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ახალი მთავრობა დაინიშნება.

 

 

 

 

კომენტარები