რუსეთი

"მილიონიანი მარში" მასობრივი დაკავებებით დასრულდა

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე რუსულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა, რომელიც რუსეთის არჩეული პრეზიდენტის კრემლში დაბრუნების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული.

„მილიონიანი მარში“ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებით დასრულდა. აქციის მონაწილეების მცდელობას, დიდი ქვის ხიდზე მჯდომარე აქცია გაემართათ, მასობრივი დაკავებები მოჰყვა. ბალოტნაიას მოედანზე, სადაც ოპოზიციის მსვლელობა უნდა დამთავრებულიყო და მიტინგი დაწყებულიყო, პოლიციამ 450–მდე ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციის ლიდერები - სერგეი უდალცოვი, ალექსეი ნავალნი და ბორის ნემცოვი.

BBC - ინფორმაციით, ომონმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გამოცემის ცნობით, რუსეთის ოპოზიციური ძალების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ფოტოგრაფის სიცოცხლე შეეწირა. რუსი ფოტოგრაფი ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან მაშინ გადავარდა, როდესაც მსვლელობის გადაღებას ცდილობდა.

BBC – ის ინფორმაციით, რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „მილიონიან მარშთან“ დაკავშირებით საქმე აღძრა, არეულობებისკენ მოწოდების და სამართალდამცველების წინააღმდეგ ძალადობის მუხლებით.

 

კომენტარები