სომხეთი

სომხეთში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვება მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ მოიპოვა. Gallup International -ის exit poll-ს მონახემებით, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პარტიამ ხმების 44 პროცენტზე მეტი მიიღო. მეორე ადგილზე, ხმების 28 პროცენტით, პარტია აყავავებული სომხეთი გავიდა. ოპოზიციურმა სომხეთის ეროვნულმა კონგრესმა, რომელსაც ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანი ხელმძღვანელობს, მესამე ადგილი დაიკავა 6,33 პროცენტით. პარტიებმა ორინაც ერკირ-მა, მემკვიდრეობა-მ და დაშნაკცუტუნმა“ 6,16, 5,92 და 5,18 პროცენტი მიიღეს.

იმის მიუხედავად, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, არჩევნებზე კონტროლის ერთიანმა შტაბმა მის შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა. შტაბში აყვავებული სიმხეთის, დაშნაკცუტუნი-სა და ერიოვნული კონგრესის წარმომადგენლები შედიან. პარტიების ეჭვები იმან გამოიწვია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიაში 200 ათასით მეტი ადამიანი დააფიქსირა, ვიდრე 2007 წლის არჩევნებზე.

 

კომენტარები