ოსამა ბინ ლადენი

აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრი ბინ ლადენის ჩანაწერებს აქვეყნებს

ინტერნეტში ოსამა ბინ ლადენის ჩანაწერები გამოქვეყნდა, რომელიც პაკისტანის ქალაქ აბოთაბადში,  ტერორისტის ლიკვიდაციის ადგილას იპოვნეს. ალ-ქაიდას ლიდერი ჩანაწერების წიგნში სამომავლოდ განსახორციელებელი ტერაქტების შესახებ წერდა. BBC-ს ცნობით, აღმოჩენილი 6 000 დოკუმენტიდან, აშშ-ს ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრმა ინტერნეტ-სივრცეში 17 განათავსა.

ტერორისტის ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას ერთეული ორგანიზაციების მუსლიმებზე თავდასხმების საკითხი აღელვებდა და თანამოაზრეებს მოწუდოებდა, თავდასხმები ეწარმოებინათ არა ისლამის მიმდევრებზე, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ჩანაწერებიდან ცნობილი ხდება, რომ ტერორისტი მოითხოვდა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამასა და აშშ-ს არმიის გენერალ დევიდ პეტრეუსის ლიკვიდაციას, მათი ავღანეთსა და პაკისტანში ვიზიტის დროს. ის მიიჩნევდა, რომ ბარაკ ობამას ლიკვიდაციის შემთხვევაში, მის პოსტს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიკავებდა, რომელიც ,,არ იყო მზად ამ თანამდებობის დასაკავებლად’’ და შესაბამისად ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანდა.

ბინ ლადენის ჩანაწერებს აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ტერორიზმთან ბრძოლაში, ჯონ ბრენანი გამოეხმაურა, მისი თქმით აღმოჩენილი დოკუმენტაცია ამტკიცებს მოსაზრებას, რომ აშშ-ს უსაფრთხოება ბინ ლადენის სიკვდილის შემდეგ გაიზარდა.

ტერორისტის ლიკვიდაციიდან ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია უშუალოდ ალ-ქაიდას ლიდერის კუთვნილება იყო და 2006 წლის სექტემბრიდან 2011 წლის აპრილამდე იწერებოდა. 

 

კომენტარები