საქართველო-გერმანია

გერმანიის საგარეო საქმეთა რწმუნებული კავკასიის საკითხებში საქართველოს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში, პატრიცია ფლორი 2–3 მაისს საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში, ფლორი საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს და სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ფლორი 2006–2010 წლებში საქართველოში გერმანიის ელჩი იყო.

2012 წელს საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი აღინიშნება. გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც თბილისში 1992 წლის აპრილში საელჩო გახსნა.

კომენტარები