Freedom House

საქართველო მედიის თავისუფლების მხრივ 111-ე ადგილზეა

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა მედიის თავისუფლების შესახებ 2011 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 111-ე ადგილზეა და მისი სტატუსი განისაზღვრება, როგორც ..ნაწილობრივ თავისუფალი’’. რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს, მეორე და მესამე ადგილებზე კი ნორვეგია და შვედეთი მოხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატები მედიის თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ რეიტინგში 22-ე ადგილზეა.  რუსეთი და აზერბაიჯანი 172-ე და 173-ე ადგილებს იკავებენ, სტატუსით ,,არათავისუფალი’’.

Freedom House -ის ანგარიშში საუბარია მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზე, აღნიშნული ცვლილებების ჩამონთვალში  შედის ახალი პუბლიკაციების გამოქვეყნების სიხშირე, მედიის მფლობელობის საკითხის გამჭირვალობა და მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემის გამარტივება. 

კომენტარები