საფრანგეთი

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩვენები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით დილიდან ყველა საარჩევნო უბნები გაიხსნა.

მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ცენტრისტი ნიკოლა სარკოზი, ევროზონის კრიზისითა და უმუშევრობით შეშფოთებულ მოსახლეობას "ძლიერი საფრანგეთის" შენარჩუნებას ჰპირდება.

მისი მთავარი კონკურენტი, სოციალისტი ფრანსუა ოლანდი კი მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებით მემარცხენეები ქვეყნის მმართველობაში დაბრუნებას შეძლებენ.  

პრეზიდენტობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. ფრანგული კანონმდებლობით, გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში ხმების 50%-იან ბარიერს გადალახავს. ვარაუდობენ, რომ დღეს ბარიერის გადალახვას ვერც ერთი კანდიდატი ვერ შეძლებს. ამდენად, მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა. არჩევნების მეორე ტური 6 მაისს გაიმართება.

კომენტარები