ოკუპირებული რეგიონები

ცხინვალში ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება

დღეს ცხინვალში  ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება. ცხინვალიდან გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში ამ ღონისძიებაზე  500-ზე მეტი სტუმარი მიიწვიეს.

მას შემდეგ რაც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი „პრეზიდენტის“ ფიცს დადებს, მას „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის“ უფლებამოსილებას ოფიციალურად გადასცემენ. დე ფაქტო ცენტრალური სააარჩევნო კომისიის მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვმა რეგიონის ამომრჩევლის 54, 12 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა.

კომენტარები