უფლისციხე

უფლისციხის შესახებ

1983 წლიდან 18 აპრილი ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღეთაა გამოცხადებული. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებში დღეს სხვადასხვა სახის  ღონისძიება გაიმართა.  სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი კი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს ესტუმრა.

როგორც ცნობილია, 2012 წლის გეგმით უფლისციხეში კლდის არქიტექტურის კონსერვაციის პარალელურად ძეგლზე მთლიანად უნდა განახლდეს ინფრასტრუქტურა. კომპლექსის განახლება ერთდრულად სამი მიმართულებით წარიმართება: ძეგლის დაცვა, ტურისტული ინფრასტუქტურის მოწყობა და ახალი სამუზეუმო სივრცის რეკონსტრუქცია და გარემონტება.

უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, ელინისტურ და გვიან ანტიკურ ხანაში ქვეყნის უმნიშვნელოვანესი რელიგიური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრი იყო. აქ არის როგორც წარმართული პერიოდის, ასევე ქრისტიანობის დროინდელი ძეგლები. მის მუზეუმში კი წარმოდგენილია უფლისციხის ნაქალაქარსა და მის გარეუბნებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა: მცირე პლასტიკის უნიკალური ნიმუშები, სამკაულები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, საკულტო-სარიტუალო ნივთები.

კომენტარები