U19: საერთაშორისო ტურნირი

საქართველო მეორე ადგილზე

U19: საერთაშორისო ტურნირი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუს საერთაშორისო ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა: ოთარ კორღალიძის გუნდმა, პირველ ტურში მასპინძელ პორტუგალიასთან 0:5 მარცხის შემდეგ, ჯერ საფრანგეთს აჯობა 3:0, ბოლო ტურში კი სერბეთს 3:2 და პირველადგილოსან პორტუგალიას მხოლოდ ქულით ჩამორჩა.

ჩვენი გუნდის ერთადერთმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელიც ჰოლანდიის ვიტესის ფეხბურთელია, 4 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც ირგუნა.

ქართველი 19-წლამდელები მაისის მიწურულს ხორვატიაში ევრო 2012-ის ელიტ-რაუნდში იასპარეზებენ. პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მაისს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავს, 27 მაისს მასპინძლებს დაუპირისპირდება, 30 მაისს კი ავსტრიას.

12 აპრილი, 2012. საერთაშორისო ტურნირი. პორტუგალია, პორტუ, პადრუენშე. 100

საქართველო 3:0 საფრანგეთი

გოლები: 1:0 ვაკო ყაზაიშვილი (45), 2:0 ვაკო ყაზაიშვილი (64), 3:0 ვაკო ყაზაიშვილი (86)

საქართველო: დავით ლეგაშვილი, თედო გრიგალაშვილი, გიორგი გაგნიძე, გიორგი ჯგერენაია, ვაკო ყაზაიშვილი (ლაშა სილაქაძე 90), დავით გელაშვილი (გიორგი ფანცულაია 90), ლაშა პარუნაშვილი (ბუბა რუხაძე 85), კოტე ზარნაძე (სანდრო რეხვიაშვილი 70), გიორგი პაპავა (მალხაზ გაგოშიძე 90), ავთო ენდელაძე (ნოდარ კიკნაველიძე 85), ლევან გეგეჭკორი

მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე

მსაჯი: მ.ფერეირა (პორტუგალია)

 

14 აპრილი, 2012. საერთაშორისო ტურნირი. პორტუგალია, პორტუ, ტროფენშე. 300

საქართველო 3:2 სერბეთი

გოლები: 0:1 უ.ნიკოლიჩი (37), 1:1 ლაშა პარუნაშვილი (46), 2:1 დავით გელაშვილი (49), 3:1 ვაკო ყაზაიშვილი (65), 3:2 ი.პეტროვიჩი (89)

მე-40 წუთზე დავით ლეგაშვილმა ი.პეტროვიჩის პენალტი მოიგერია

საქართველო: დავით ლეგაშვილი, თედო გრიგალაშვილი, გიორგი გაგნიძე, ნიკა სანდოხაძე, ლევან გეგეჭკორი (მალხაზ გაგოშიძე 46), გიორგი პაპავა, კოტე ზარნაძე (ბუბა რუხაძე 68), სანდრო რეხვიაშვილი (ნოდარ კიკნაველიძე 68), ლაშა პარუნაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი განცულაია (დავით გელაშვილი 46, გიორგი ჯგერენაია 86)

მწვრთნელი: ოთარ კორღალიძე

მსაჯი: მ.ფერეირა (პორტუგალია)

კომენტარები