ჯულიან ასანჟის გადაცემა Russia Today-ს ეთერში 17 აპრილს გავა

ჯულიან ასანჟის გადაცემა „The World Tomorrow““ Russia Today“- ს ეთერში 17 აპრილიდან გავა. გავრცელებული ცნობებით, ასანჟის პირველი გადაცემა ერთდროულად 3 არხით გადაიცემა, ინგლისურ, არაბულ და ესპანურ ენებზე. სულ გეგმაშია 10 გადაცემის გაშვება, თითოეულის ქრონომეტრაჟი 26 წუთი იქნება.

ვინ იქნება სკანდალური საიტის - Wikileaks-  დანფუძნებლის გადაცემის პირველი სტუმარი საიდუმლოდ რჩება.

"ავტორმა თავად გადაწყვიტა ვინ იქნებოდა მისი პირველი სტუმარი,“- აღნიშნა არხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა და დასძინა: „ამ გადაცემის მერე არ გამიკვირდება თუკი "ქორები" მოინდომენ დახურონ არა მარტო ასანჟი, არამედ ჩვენც.“ შეკითხვას: „ვისი "ქორები", ჩვენი თუ მათი?“ მან უპასუხა: „ რა თქმა უნდა მათი.“

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ასანჟი თავის გადაცემებს მიუძღვნის საერთაშორისო თანამეგობრობის მომავალს და სტუმრად მიიწვევს იმ ადამიანებს, რომლებიც მისი აზრით, ქმნიან მსოფლიოს ხვალინდელ დღეს.

 

კომენტარები