ქართული ავიაბაზარი

ჩეხეთის ავიახაზები საქართველოს აღარ დატოვებს

ავიაკომპანია ჩეხეთის ავიახაზების საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას გააგრძელებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განმარტებით, ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენების რენტაბელურობაში დარწმუნდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს მიმართულებით ტურისტების ნაკადის ზრდაა, რაც კომპანიის გადაწყვეტილებაზეც აისახა.

მარტის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების დატოვებას ფინანსური კრიზისის გამო გეგმავდა. თუმცა ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ავიაკომპანიაში მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ გადაწყვეტილებები გადაიხედა და ავიაკომპანია პრაღა-თბილისი-პრაღის რეისებს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ავიაკომპანია ჩეხეთის ავიახაზები საქართველოს ბაზარზე 2008 წლის აპრილიდან ოპერირებს.

 

კომენტარები