ქართული ავიაბაზარი

ავიაკომპანია აირზენას ახალი თაობის თვითმფინავები შემოყავს

დღეს ავიაკომპანია აირზენამ ავიამშნებელობის მსოფლიო გიგანტ ”ბოინგთან” ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით ქართული ავიაკომპანიის პარკი ახალი თაობის 2 თვითმფრინავით - ბოინგ  737 ახალი გენერაცია 2012 წლის ბოლოს, ხოლო ბოინგ 787 „დრიმლაინერი“ 2018 წელს შეივსება. კომპანია „აირზენას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავების შეძენის საჭიროება საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდამ განაპირობა. ახალი ლაინერი Boeing 787 250-დან 330-მდე მგზავრს იტევს. ეს პირველი სამგზავრო თვითმფრინავია, რომელიც კომპოზიციური მასალებითაა აგებული და შედეგად,  თვითმფრინავი მსუბუქი და ეკონომიურია. კომპანია „აირზენას" საჰაერო ფლოტი ამჟამად  BOEING 400/500/700 ტიპის თვითმფრინავებისგან, CRJ-200–სა და 3 ერთეული CRJ-100 -გან შედგება.

კომენტარები