Summer Job

თბილისის მერია ზაფხულში 10000 სტუდენტს დაასაქმებს

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, ზაფხულში ერთი თვის განმავლობაში, სახელმწიფო და კერძო სექტორში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. აქედან, 10 000 სტუდენტს სხვადასხვა სფეროში თბილისის მერია დაასაქმებს. 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე სტუდენტები ქალაქის გამწვანებაზე, კეთილმოწყობასა და დასუფთავებაზე იზრუნებენ.

თბილისის მერი გიგი უგულავა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დასაქმების პროექტში მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ. გიგი უგულავამ სტუდენტებს ქალაქის მასშტაბით, მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

სტუდენტური დასაქმების პროექტ: Summer Job”–ის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობს თბილისის მერია, რადგან წლების განმავლობაში აღნიშნულ სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია. პროექტის ფარგლებში, მერიის საქალაქო სამსახურებში და სხვადასხვა მუნიციპალურ სტრუქტურულ ერთეულში ერთი თვის განმავლობაში 10 000 სტუდენტი დასაქმდება.

სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job” საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

 

კომენტარები