სახალხო დამცველი

ინტერვიუ გიორგი ტუღუშთან

ომბუდსმენის რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს უწყობს სისტემური პრობლემების აღმოფხვრას

მარტს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა, პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ 2011 წლის ანგარიში წარუდგინა. 645-გვერდიან დოკუმენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ზოგადი ტენდენციები, ასევე მოქალაქეთა უფლებების დარღვევის კონკრეტული ფაქტებია ასახული. სწორედ ამ ტენდენციების, არსებული პრობლემებისა და სხვადასხვა სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ესაუბრა ომბუდსმენს ტაბულა.
ვიდეო: მირიან ტორონჯაძე

კომენტარები