უნგრეთი

პრეზიდენტი გადადგა დისერტაციასთან დაკავშირებით შექმნილი სკანდალის გამო

უნგრეთის პრეზიდენტმა პალ შმიტმა გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გავრცელებული ცნობებით შმიტმა ეს ნაბიჯი მის დისერტაციასთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო გადადგა.

პალ შმიტმა დისერტაცია 1992 წელს, სამელვეის უნივერსიტეტში დაიცვა. გასულ კვირას კი აღნიშულმა უნივერსიტეტმა მას ჩამოართვა დოქტორის წოდება იმ მოტივით, რომ დისერტაციაში შემავალი თეზისების დიდი ნაწილი იყო კოპიო უცხოელი სპეციალისტების წიგნებიდან.

პრეზიდენტის გარშემო ატეხილმა სკანდალმა საპროტესტო აქციები გამოიწვია, მისი გადადგომის მოთხოვნით. პალ შმიტმა ბრალდება უარყო და გადადგომაზე უარი თქვა, თუმცა კვირას ჩატარებული საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ მისი პირადი პრობლემა ერს ორ ნაწილად ჰყოფდა. ,,ჩემი მოვალეობაა უარი ვთქვა პრეზიდენტის მანდატზე’’ -განაცხადა მან. პალ შმიტი უნგრეთის სახელმწიფოს პრეზიდენტად 2010 წელს აირჩიეს

 

კომენტარები