გართობა

ბუდა ბარი თბილისში

გუშინ,  თბილისში ,,ბუდა ბარი’’ გაიხსნა. მომხარებლების მიღება 29 მარტიდან იწყება.  პროექტი კომპანია ,,ენტერ-ტასის’’ მიერ განხორციელდა. 

თბილისში ბუდა ბარის გახსნის გეგმის შესახებ ცნობილი 2009 წლის ბოლოს გახდა. გავრცელებულ ინფორმაციას მარლთმადიდებელთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა, ამ ფაქტს საქართველოს პატრიარქიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი ტიპის ბარის გახსნა დაუშვებელია. საბოლოოდ,” ბუდა  ბარის”  გახსნის შესახებ შეთანხმებას 2010 წლის ნოემბერში, საფრანგეთში მოეწერა ხელი. პროექტისთვის თბილისში საფრანგეთიდან ბუდას ქანდაკებაც ჩამოიტანეს. ბარი სამას ადამიანზეა გათვლილი.

"ბუდა ბარი" პირველად 15 წლის წინათ საფრანგეთის დედაქალაქში გაიხსნა. დღეს ის უკვე ცნობილი ბრენდია და პოპულარული გასართობი ადგილი მსოფლიოს ქალაქებში, მათ შორის მონტე-კარლოში, ლონდონში, კიევში, სან-პაულუში, პრაღაში, დუბაისა და სხვაგან. ”ბუდა ბარი” ტურისტებს თუ გართობის მოყვარულ ადამიანებს წლების მანძილზე იზიდავს აღმოსავლური დიზაინით და არტეფაქტებით, ეგზოტიკური სამზარეულოთი და მუსიკით.

 

კომენტარები