ოკუპირებული რეგიონები

ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ

ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები  დე ფაქტო საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში „არჩევნებზე“ ამომრჩევლის 50, 1 პროცენტი გამოცხადდა.“ უნდა მივიჩნიოთ, რომ არჩევნები შედგა.“- მოჰყავს „რია ნოვოსტის“ დე ფაქტო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ირინა გასიევას სიტყვები.

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სულ 30 000 ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას ხელმეორე „საპრეზიდენტო არჩევნებში.“ შარშან, ნოემბერში გამართული კენჭისყრის შედეგები სასამართლომ ბათილად გამოაცხადა, რასაც ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მაშინ , ოპოზიციის კანდიდატმა ალა ჯიოევამ , კოკოითის ფავორიტი კანდიდატი -ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.

ამჯერად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევანს 4 კანდიდატს შორის აკეთებენ, ესენია: ლეონიდ თიბილოვი , ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა, დე ფაქტო სახალხო დამცველი დავით სანაკოევი, თვითგამპოცხადებული რესპუბლიკის ელჩი მოსკოვში დმიტრი მედოევი და კომუნისტური პარტიის ლიდერი სტანისლავ კოჩიევი.

კომენტარები