თავდაცვის სამინისტრო

Agile Spirit - 2012

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო სწავლება “Agile Spirit” მიმდინარეობს. სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებთან ერთად შავი ზღვის მე-12 როტაციული ძალების 300-ზე მეტი საზღვაო ქვეითი იღებს მონაწილეობას. “Agile Spirit” ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 10 მარტს დაიწყო და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ერთობლივი წვრთნების მიზანია ორი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობის გაღრმავება, ამბოხებულთა საწინააღმდეგო ან სამშვიდობო ოპერაციების წარმოებისას საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების გაზიარება.

წვრთნები ასევე ითვალისწინებს მცირერიცხოვანი სამხედრო დანაყოფების ტაქტიკის, ესკორტირებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის ტექნიკის დახვეწას.

 ყოველწლიური სამხედრო წვრთნა ”Agile Spirit” აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი კომპონენტია. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების პროგრამასაც მოიცავს. ამ პროგრამით კი საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისათვის ემზადებიან.

 

კომენტარები