ეროვნული უშიშროების საბჭო

ეროვნული უშიშროების საბჭოს ორგანიზებული სწავლება კრიზისების მართვის სისტემაზე დასრულდა

დღეს, 15 მარტს, დასრულდა საქართველოს უშიშროების საბჭოს  ორგანიზებული სწავლება საქართველოს კრიზისების მართვის სისტემაზე. სწავლების მიზანი კრიზისების მართვის ინსტრუმენტის კიდევ უფრო დახვეწა და მისი ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან მიახლოება იყო. უშიშროების საბჭოს აპარატი კოორდინირებას უწევდა უწყებათაშორის კომისიას და სამუშაო ჯგუფს.

სწავლებას ფინანსურად და ტექნიკურად გაერთიანებულმა სამეფომ დაუჭირა მხარი. დახურვის ცერემონია პოლიციის აკადემიაში შედგა. მას დაესწრნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია, გაერთიანებული სამეფოს ელჩი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ განაცხადა, რომ სწავლება ხელს შეუწყობს მთავრობის მზადყოფნის ზრდას კრიზისის მართვაში.  მან გაერთიანებულ სამეფოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯუდით გოფმა, იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს არ მოუწევს კრიზისთან შეხვედრა, თუმცა ასეთი სიტუაცია ყველა ქვეყანაში ხდება და რომ ყველა მთავრობა მზად უნდა იყოს კრიზისის მართვის. 

ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შეისწავლეს კრიზისების სტრატეგიულ დონეზე ეფექტურ მართვა.  ბრიტანელმა და გერმანელმა ექსპერტებმა სწავლების მონაწილეებს გააცნეს სტრატეგიულ დონეზე კრიზისების მართვის სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილება და ოპერაციული სისტემის მუშაობის პრინციპები. სწავლება დასრულდა კრიზისის მართვის სიმულაციური ვარჯიშით.

სწავლებაში მონაწილეობდა 15 სხვადასხვა უწყების 40-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის შინაგან  საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა, თბილისის მერიის და სხვა უწყებათა წარმომადგენლები. 

კომენტარები