APPLE

Apple -ს ახალი iPad -ი

7 მარტს ვაშინგტონში კომპანია Apple -მ iPad-ის ახალი ვერსიის პრეზენტაცია გამართა. მოდელს „The new iPad“ ჰქვია. Apple-მ აგრეთვე, ახალი პროდუქტების სერია წარადგინა, რომელთა შორისაც განახლებული Apple TV-ია.

პრეზენტაციას კომპანიის გენერალური დირექტორი, ტიმ კუკი უძღვებოდა, რომელმაც Apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის თანამდებობა დაიკავა. ჯობსი 2011 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა.

თავდაპირველად კუკმა საზოგადოებას Siri -ის ავტომოპასუხის განახლებული ვერსია წარუდგინა, რომელსაც იაპონური ენა დაემატა. შედგა Apple TV -ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაც. პროდუქტს აქვს როგორც ინტერნეტპროგრამების აგრეთვე, ჩვეულებრივი სატელევიზიო არხების მაღალ ხარისხში ჩვენების შესაძლებლობა, სპეციალურ ანტენასთან შეერთების გარეშე.

დღის სენსაციად iPad-ის ახალი მოდელი იქცა, რომელსაც 10 დიუმიანი ეკრანი და 2048 × 1536 გაფართოების შესაძლებლობა აქვს. დიზაინის მხრივ მოდელი iPad 2-სგან მხოლოდ ერთი სიახლით გამოირჩევა - მას თავისი წინამორბედის ღილაკი არ აქვს, რომელიც პროდუქტის ქვედა მხარეზე იყო განთავსებული და მთავარ მენიუში შესვლას უზრუნველყოფდა.

 

კომენტარები