NATO და საქართველო

რასმუსენი: მესამე მხარე ნატოს ნაცვლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს

 მესამე მხარეს ნატოს ნაცვლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია.  ღია კარის პოლიტიკა  ნატოს გადაწყვეტილებაა. ნატოს  კარი კვლავ ღიაა  იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომელთაც საკუთარი წვლილი შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და იცავენ იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც ნატო არის დაფუძნებული -  განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ  ბრიფინგზე, ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემისას. ნატოს გენერალურმა მდივანმა იქვე აღნიშნა, რომ ღია კარის პოლიტიკა  ნატო ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება.

საქართველოსთან დაკავშირებით რასმუსენმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ნატოს ბუქარესტის  სამიტის კომინიკე, რომელშიც ჩაიწერა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. რასმუსენის სიტყვებით, ეს გადაწყვეტილება ძალაშია და საქართველო გახდება ნატოს წევრი, თუკი ის შეასრულებს აუცილებელ კრიტერიუმებს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ პროგრესს ამ მიმართულებით - აღნიშნა  ნატოს გენერალურმა მდივანმა.

 

კომენტარები