კანის კინოფესტივალი

მერლინ მონრო კანის კინოფესტივალის სახე იქნება

წელს კანის კინოფესტივალის პოსტერზე მერლინ მონრო იქნება გამოსახული. ”კანის” ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს საიუბილეო 65-ე კინოფესტივალის სახე მერლინ მონროს ფოტო იყოს, რომელზეც ის დაბადების დღის სანთელს აქრობს.

” მისი გარდაცვალებიდან 50 წელი გავიდა და მერლინი ისევ მსოფლიო კინემატოგრაფიის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ის ეტალონია, რომლის მიმზიდველობა, მისტიკურობა და ცდუნების საოცარი ძალა უკვდავია. ფესტივალის პოსტერზე ინტიმურია მომენტია აღბეჭდილი, სადაც მითი და რეალობა ერთმანეთს ხვდება. კანი და მერლინი ერთად უბრალოების და ელეგანტურობის სიმბოლოს ქმნის” - ასე ახსნეს ფესტივალის ორგანიზატორებმა მერლინ მონროს კანის კინოფესტივალის სახედ არჩევა.

 

კომენტარები