პრეზიდენტის წლიური მიმართვა

სააკაშვილი: თუ მაგრები ხართ არჩევნებში დაგვამარცხეთ

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა მმართველი ძალა არჩევნებში დაამარცხონ და ამით დაამტკიცონ საკუთარი  უპირატესობა. 

პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილს ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მოსთხოვა პასუხი გაეცა შეკითხვაზე - აპირებს თუ არა ხელისუფლებაში დარჩენას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ?

"მესმის, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევრით ადრე ამის გაკეთება ძალიან რთულია და თქვენ გაფიქრებთ მმართველი ძალის, მმართველი პარტიის სიმტკიცე და მონოლითურობა, მაგრამ მე ახლა მოგმართავთ არა როგორც ქვეყნის ერთ–ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი საქართველოს ლიდერს – საქართველოს და ჩვენს დასავლელ მოკავშირეებს სჭირდება ნათელი პასუხი კითხვაზე რას აპირებს სააკაშვილი?, – განაცხადა თარგამაძემ, საპასუხოდ კი სააკაშვილმა აღნიშნა: „მთავარი პრობლემა რაც გაქვთ თქვენ ხანდახან არის ის, რომ კატასტროფულად არ გჯერათ საკუთარი ძალების და საკუთარი თავის. თავისთავად ხელისუფლების პერიოდული ცვლა სხვადასხვა ციკლებით არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის და ჩვენს ქვეყანაში ამას ინსტიტუციური საფუძველი აქვს. მაგრამ იმისათვის, რომ ინსტიტუციური საფუძველი რეალურ პოლიტიკურ შედეგში გადაიზარდოს საჭიროა ალტერნატივა, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ მართლაც ვართ მზად,  მთლიანად ავიღოთ მართვა და მინიმუმ გავაგრძელოთ მაინც ის, რასაც თქვენ ( ხელისუფლება) აკეთებთ.“

პრეზიდენტის თქით, მარტივი მეთოდი ჩანაცვლებისა არის ძლიერი  პროგრამის შემუშავება და ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. "თუ მაგრები ხართ დაგვამარცხეთ არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებისკენ."- მიმართა მან ოპოზიციას.

 

 

კომენტარები