ერნესტ ჰემინგუეი

ერნესტ ჰემინგუეის სახლი იყიდება

სახლი, რომელშიც ერნესტ ჰემინგუეიმ ბავშვობის წლები გაატარა გასაყიდად გამოიტანეს, სამ სართულიანი ხის სახლი ჩიკაგოს გარეუბანში მდებარეობს და მისი ფასი $525 000-ია.
ერნესტ ჰემინგუეის ფონდმა, რომელიც სახლის მფლობელად ითვლება, გადაწყვიტა შენობა კულტურულ ცენტრად ექცია, მაგრამ არასაკმარისი ფინანსების გამო, მათ ვერ შეძლეს იდეის განხორციელება, სწორედ ამიტომ ფონდმა სახლი გასაყიდად გამოიტანა.

გრეისმა, ჰემინგუეის დედამ სახლი საკუთარი დიზაინით ააშენა და მასში ოჯახით საცხოვრებლად 1996 წელს გადავიდა.

ერნესტი ოჯახთან ერთად სკოლის დამთავრებამდე იქ ცხოვრობდა, მისი ოთახი მესამე სართულზე იყო. ცნობილია რომ ჰემინგუეის ადრეული ნამუშევრები სწორედ ხის ცისფერ სახლში, მესამე სართულზე შეიქმნა.

კომენტარები