ოკუპაციის კვირეული

საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს

"ოკუპაციის კვირეულთან" დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დროშები დაუშვეს. დროშები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაზე დღის ბოლომდე იქნება დაშვებული .

 

"ოკუპაციის კვირეულის" ფარგლებში დღის განმავლობაში რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი. მათ შორის გამოფენები, შემოქმედებითი საღამოები, იუნკერების მემორიალისთვის პატივის მიგება და ა. შ.

მიმდინარე კვირაში საქართველო საბჭოთა ოკუპაციიდან 91-ე წლისთავს აღნიშნავს. წითელმა არმიამ თბილისი 1921 წლის 25 თებერვალს დაიკავა.

 

კომენტარები