ტკბილეული

სნიკერსის და მარსის ბატონები შემცირდება

2013 წლის ბოლოდან შოკოლადის მწარმოებელი კომპანია „მარსი“ თავისი ტკბილეულის ფილების 250 კალორიის ფარგლებში გამოშვებას გეგმავს.

„სნიკერსის“ სტანდარტული ფილა, რომელიც ამჟამადაა გაყიდვაში, 280 კალორიას შეიცავს. შემცირების შემდეგ იგი თავისი ზომის 11 პროცენტს დაკარგავს. 250 კალორიანი ლიმიტი  ყველაზე დიდ პორციას - The King Size, რომელიც 540 კალორიას შეიცავს, მნიშვნელოვნად შეამცირებს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დიდი ზომის ტკბილეული ჩანაცვლდება ორი ან ოთხი პატარა ზომის ფილით. მათივე თქმით, ეს სიახლე შოკოლადის მოყვარულებს დაეხმარება, თავიანთი პორციის ნაწილი შეინახონ ან სხვასაც გაუნაწილონ.

ჯერჯერობით არაა ცნობილი, თუ როგორი იქნება ახალი სტანდარტული ფილის ზომა ან ფორმა. თუმცა კომპანია გვპირდება, რომ ტკბილეულს მომხმარებლისათვის საყვარელ გემოს შეუნარჩუნებენ.

ყველა კომპანიას არ მოუწევს თავისი შოკოლადის ფილის ზომის შემცირება. მაგალითად, Twix-სა  M&M-ის ფილები არ სცდება 250კალორიან ლიმიტს. 

კომენტარები