საკომუნიკაციო ტექნოლოგიები

მობილური ტელეფონის მიმწოდებელი კომპანიების რეიტინგი

საინფორმაციო ტექნოლოგიების კვლევისა და საკონსულტაციო ფირმა Gartner-ის ინფორმაციით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში კომპანია Apple-მა სმარტფონების გაყიდვით კომპანია სამსუნგი ჩამოიტოვა. ამ პერიოდში, გაყიდული სმარტფონების თითქმის მეოთხედი iPhone-ზე  მოდიოდა და  Apple-ის წილი ბაზარზე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. Apple-მა 35.5 მილიონი სმარტფონი გაყიდა, ხოლო Samsung-მა 34 მილიონი. მსოფლიო ბაზარზე იმ ტელეფონებზე მოთხოვნა,რომელთაც ინტერნეტისა და ელექტრონული ფოსტის მხარდაჭერა აქვთ 47%-ით გაიზარდა. ასეთი ტელეფონი სულ 149 მილიონი  გაიყიდა. Gartner-ის ანალიტიკოსის რობერტ კოზას პროგნოზით, 2012 წლის პირველ კვარტალში Apple-ის გაყიდვები შემცირდება, მისი განმარტებით Apple-ის პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდა მნიშვნელოვნად განპირობებული იყო სადღესასწაულო ფასდაკლებებით.

მთელი წლის შედეგები შეჯამების შედეგად ირკვევა, რომ მობილური ტელეფონები უმსხვილეს მიმწოდებელთა სიაში ლიდერი კომპანია Nokia-ა აქციების 23.4%-ით, მას მოსდევს Samsung Electronics. სმარტფონების წარმატებით კომპანია Apple  მსოფლიოში მობილური ტელეფონების მიმწოდებელთა სიაში მესამე ადგილზეა, მეოთხეზე ZTE Corporation, ხოლო მეხუთე ადგილზე LG Electronics Co-ია.

Gartner-ის პროგნოზით მიმდინარე წელს სმარტფონების გაყიდვის ტემპი 58%-დან 39%-მდე, ხოლო ყველა ტიპის  მობილური ტელეფონის გაყიდვები 11%-დან 7%-მდე შემცირდება. 

კომენტარები